თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება საქართველოს ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება საქართველოს ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში

   
   

2017 წლის 19 თებერვალს, ჩატარდა საქართველოს ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში, რომელშიდაც მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების 18 გუნდი.

ჩემპიონატში დიდი წარმატებით, იასპარეზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა:

  1. ბექა მახათაძემ - რეაბილიტაციის ფაკულტეტის VI სემესტრელმა სტუდენტმა   გაიმარჯვა ძალისმიერი სპორტის 3 სახეობაში ( 82,5 კგ. წონით კატეგორიაში) - ჩაჯდომა, წოლჭიმი, ბიცეპსზე წონის აწევაში;
  2. პავლე ლაღაძიშვილმა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  IV სემესტირელმა   სტუდენტმა გაიმარჯვა ძალისმიერ სამჭიდში ( 75 კგ. წონით კატეგორიაში);
  3. ზაურ დოლაბერიძემ - მედიცინის ფაკულტეტის VI სემესტრელმა  სტუდენტმა გაიმარჯვა ძალისმიერ ორჭიდში (82,5 კგ. წონით კატეგორიაში);
  4. გიგა კოპალეიშვილმა - მედიცინის ფაკულტეტის VIII სემესტრელმა   სტუდენტმა გაიმარჯვა ამოწევაში (67,5 კგ. წონით კატეგორიაში);
  5. ვახტანგ რობაქიძემ - მედიცინის ფაკულტეტის VIII სემესტრელმა  სტუდენტმა გაიმარჯვა წოლჭიმში (110 კგ. წონით კატეგორიაში). 

აგრეთვე, ბიცეპსზე წონის აწევაში თავი გამოიჩინეს:

  1. თამაზ ფხაკაძემ - მედიცინის ფაკულტეტსის  XII სემესტრელმა  სტუდენტმა;
  2. ირაკლი სვანიძემ - მედიცინის ფაკულტეტის IV სემესტრელმა  სტუდენტმა;
  3. ირაკლი ფანჩულიძემ - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის VIII სემესტრელმა სტუდენტმა.

ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი ცხოვრებაშვილი ულოცავს ამ წარმატებას სტუდენტ-სპორტსმენებს და მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას თანადგომისათვის და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ხელის შეწყობისთვის.

საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახური უერთდება მილოცვას და ვიმედოვნებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ზაურ ფხალაძეს თანადგომითა და ათლეტიზმის მწრთვნელის გოგა დარჩიას  მეცადინეობით კიდევ მრავალ წარმატებებს მიაღწევს უნივერსიტეტის სტუდენტობა.