ერაზმუს მუნდუსის პროექტ MEDEA–ს კოორდინატორის ვიზიტი თსსუ-ში

ერაზმუს მუნდუსის პროექტ MEDEA–ს კოორდინატორის ვიზიტი თსსუ-ში

 

2017 წლის 6 მარტს, ერაზმუს მუნდუსის პროექტ MEDEA-ს და Erasmus+ პროგრამის კოორდინატორი, ტულუზის (საფრანგეთი) ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი (INSERM) ოქსანა კუნდუზოვა, ეწვია თსსუ-ს.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ოქსანა შეხვდა თსსუ-ის ვიცე რექტორს პროფესორ რიმა ბერიაშვილს და Erasmus+ -ის პროგრამის კოორდინატორს თსსუ-ში, ქალბატონ ნინო კანდელაკს.  Erasmus+ საშუალებას აძლევს თსსუ-ის სტუდენტებს გაიარონ ათთვიანი სასწავლო კურსი, ხოლო აკადემიურ პერსონალს ჩაერთონ სწავლების პროცესში ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტში.
პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის მაგისტრანტებს და აკადემიურ პერსონალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კვლევით პროექტებში ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნისას ქალბატონი ოქსანა კუნდუზოვა, ასევე, შეხვდა თსსუ-ის სამედიცინო განათლების, კვლევების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს პროფესორ გაიანე სიმონიას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის განათლებისა და კვლევების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.