მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო კონფერენცია ,,დაზიანებების და დაავადებების პრევენცია სპორტში

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო კონფერენცია ,,დაზიანებების და დაავადებების პრევენცია სპორტში

   
   

2017 წლის 16-18 მარტს მონაკოში ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო კონფერენცია „დაზიანებების და დაავადებების პრევენცია სპორტში“, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეაბილიტაციურ მეცნიერებათა მიმართულების ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია.

კონფერენციაზე ლელა მასხულიამ წარადგინა სასტენდო მოხსენება სპორტსმენებში თანდაყოლილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლენის, მკურნალობის და პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო მართვის შესახებ. აგრეთვე, მიიღო მონაწილეობა სპორტული რეაბილიტაციის და სპორტული კარდიოლოგიის ჯგუფების მუშაობაში, სადაც განიხილეს სპორტული ტრავმის პრევენციის და რეაბილიტაციის, ასევე როგორც უეცარი კარდიული სიკვდილის განვითარების რისკის სტრატიფიკაციის და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების თანამედროვე მიდგომები.