თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვია

   
   

2017 წლის 24 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ნიუტონის თავისუფალ სკოლას სტუმრობდა.

ვიზიტის მიზანი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, მედიცინის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველი აბიტურიენტებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეთორმეტე კლასელებიდან რამდენიმე აბიტურიენტი  წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდებით შეეცდება. პროგრამის წარმომადგენლებისგან მოსწავლეებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო სისტემისა და ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც მათ სთავაზობს American MD Program. 

თსსუ–ის დილომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარეს. ანა გოგოლაშვილმა, (რომელმაც გასულ წელს სწორედ ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაამთავრა) და ბრიჯერ ჰოპმანმა თანატოლებს აუხსნეს, როგორ დაასტაბილურონ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამ, ვიდრე შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივა.  მოსწავლეებმა გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი  (CPR) ამერიკული პროგრამის სტუდენტებისა და წარმომადგენლების ინსტრუქციით სამედიცინო სასწავლო მანეკენებზე თავად ჩაატარეს. პირველადი დახმარების ტრენინგი საინტერესო ნიუტონის დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც აღმოჩნდა, რომლებიც ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში სიამოვნებით ჩაერთვნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით მგავსი ტიპის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა სკოლებში გრძელდება.

კონტაქტი:

E-male: info@usmd.ge; zardiashvilinini@gmail.com,

მობ.: +995 593 51 55 32