პროფესორების: იოჰანეს შრამმისა და  სალიჰ მურათ იმერის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორების: იოჰანეს შრამმისა და სალიჰ მურათ იმერის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის  27 მარტს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ბონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი იოჰანეს შრამმი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ოკანის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი სალიჰ მურათ იმერი (თურქეთის რესპუბლიკა), ოკანის საუნივერსიტეტო კლინიკის საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა დიდმანიძე-იაზიჯი (თურქეთის რესპუბლიკა); სტუმრებს ახლდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი მიხაელ ლენტცე (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), თსსუ-ის  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ბერიძე, ნეიროქირურგიის მიმართულების  ხელმძღვანელი დავით დოთიაშვილი. 

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

სტუმრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ და ისაუბრეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანზე, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დამყარებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობაზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრობამდე პროფესორები: იოჰანეს შრამმი და  სალიჰ მურათ იმერი იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს პაციენტებს.