პროფესორ იოჰანეს შრამმისა და პროფესორ სალიჰ მურათ იმერის ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

პროფესორ იოჰანეს შრამმისა და პროფესორ სალიჰ მურათ იმერის ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

მიმდინარე წლის  27-28 მარტს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ: ბონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი იოჰანეს შრამმი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ოკანის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი სალიჰ მურათ იმერი (თურქეთის რესპუბლიკა), ოკანის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა დიდმანიძე იაზიჯი (თურქეთის რესპუბლიკა). ვიზიტის ფარგლებში, პროფესორებმა: იოჰანეს შრამმა და სალიჰ მურათ იმერმა ჩაატარეს უფასო გასინჯვა-კონსულტაციები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში; 28 მარტს კი წაიკითხეს საჯარო ლექციები:

1. თავის ტვინის სიმსივნეების მენეჯმენტი თანმხლები გახანგრძლივებული ეპილეფსიის დროს. (პროფესორი იოჰანეს შრამმი)

2. არტერიულ-ვენური მალფორმაციების მკურნალობის მიკრონეიროქირურგიული და სხვა თანამედროვე მეთოდები. (პროფესორი იოჰანეს შრამმი)

3. ინტერლამინარული დისკექტომია ენდოსკოპიური მეთოდით.  (პროფესორი სალიჰ მურათ იმერი) 

ლექციების დაწყებამდე აუდიტორიას მიმართა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გიორგი აბესაძემ. მან მადლობა მოახსენა სტუმრებს ამ მეგობრული და კოლეგიალური ვიზიტის გამო და ყურადღება გაამახვილა მათ მიერ წაკითხული ლექციების მნიშვნელობაზე მედიკოსებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.