29 მარტი - „საქართველო თამბაქოს გარეშე“

29 მარტი - „საქართველო თამბაქოს გარეშე“

   
   

2017 წლის 29 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ორგანიზებით ჩატარდა  ღონისძიება  თემაზე: „საქართველო თამბაქოს გარეშე“, რომელიც მიეძღვნა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნულ დღეს - 29 მარტს. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიაში შემავალი სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა და სტუდენტებმა.  ღონისძიებას დაესწრნენ წარმომადგენლები გაეროს განვითარების ფონდიდან: ბატონი დადლი გარლტონი და ქალბატონი ლიკა გამგებელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან: ბატონი ნიკ ბანატვალა, ბატონი მარიან ივანუშა და ბატონი ტოკერ ერგუდერი; თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასების საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები.

აუდიტორიას მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მან  მოკლედ აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ბატონმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მაგალითს აძლევს ყველა საჯარო დაწესებულებას თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მან წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ: „მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარების გამო, დაახლოებით, 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად; დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი ე.წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% კი ქალებზე მოდის. საქართველოში მწეველთა რაოდენობა ძალიან მაღალია. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS, 2010) მონაცემებით მწეველობის გავრცელება საქართველოს  მოზრდილ მოსახლეობის 30%-ს შეადგენდა, მწეველი იყო მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. 2016 წელს ჩატარებული იგივე კვლევის წინასწარი მონაცემებით სიტუაცია გაუარესდა - ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 33% ეწევა, თამბაქოს მოიხმარს მამაკაცების 57% და ქალების 7% (STEPS, 2016). მიუხედავად თამბაქოს წინააღმდეგ დაწყებული ინტენსიური ბრძოლისა, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ჯერ-ჯერობით არ დასტურდება; პირიქით, შეიმჩნევა მატების ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ქალებში. უკიდურესად მნიშვნელოვნია თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დროული დამტკიცება და მათი დანერგვა, რათა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“.

საქართველოში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები შეაფასეს ბატონმა დადლი გარლტონმა და ბატონმა მირიან ივანუშამ. მათ აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს საქართველო თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფას.

პრესკონფერენციის დასასრულს დამსწრეებმა ხელი მოაწერეს პეტიციას.