![]() |
|
2017 წლის 29 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის, ბონის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, მიხაელ ლენტცემ წაიკითხა ლექციები: გასტროენტერიტის, ცისტური ფიბროზის და პანკრეასის დაავადებების შესახებ.
პროფესორი მიხაელ ლენტცე საქართველოში განსაკუთრებული მისიით იმყოფება. გერმანიის სახელმწიფოს დაფინანსებით უკვე მეოთხე წელიწადია, რაც საქართველოშია, და წელიწადში 6 თვის განმავლობაში თსსუ–ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ეწევა კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას.
გერმანელი პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის პერმანენტულად კითხულობს ლექციებს.