სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, დევიდ გორდონი სტუმრად თსსუ - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, დევიდ გორდონი სტუმრად თსსუ - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2017 წლის 5 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME)  პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი და ადმინისტრაციის უფროსი სიობჰან ფიცპატრიკი. სტუმრებს თან ახლდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია.

სტუმრები შეხვდნენ კლინიკის გენერალურ დირექტორს, გიორგი აბესაძეს. მათ მოისმინეს დეტალური ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაზე, ისაუბრეს   სამედიცინო განათლების მიმდინარე რეფორმების შესახებ. ბატონმა დევიდ გორდონმა აღნიშნა, რომ სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს  სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს. საქართველოში ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება და ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.

სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკის ლაბორატორია, რადიოლოგიის, რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის, ნევროლოგიის დეპარტამენტები. ასევე, შეხვდნენ უცხოელ და ქართველ სტუდენტებს.