დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა კონფერენციაზე - „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“- კვლევა წარადგინეს

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა კონფერენციაზე - „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“- კვლევა წარადგინეს

2017 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები, ნინო დვალი და გიორგი კირთაძე იღებდნენ.
პროგრამის სტუდენტებმა ზეპირი მოხსენება გააკეთეს ერთობლივ კვლევაზე „ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ჰოსპიტალური ინფექციები, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის გლობალური პრობლემა“, სტუდენტების ხელმძღვანელი პროგრამის პედაგოგი, პროფესორი თამარ დიდბარიძე გახლდათ.
კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ეგიდით გაიმართა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. კონფერენციაზე განიხილეს გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის აქტუალური საკითხები და უახლესი კვლევები. სტუდენტების პრეზენტაციები პროფესორებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა შეაფასეს.