თსსუ-ის წარმომადგენლები განათლების საერთაშორისო გამოფენაზე - ,,EDUCATION BEYOND BORDERS”

თსსუ-ის წარმომადგენლები განათლების საერთაშორისო გამოფენაზე - ,,EDUCATION BEYOND BORDERS”

2017 წლის 17-19 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ, რომელშიც შედიოდა ვიცე-რექტორი პროფ. ხათუნა თოდაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, მიიღო მონაწილეობა სოფიაში (ბულგარეთი) გამართულ სტუდენტთა მომზიდავი კომპანიებისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საერთაშორისო გამოფენაზე - ,,EDUCATION BEYOND BORDERS”. მსგავს გამოფენებზე მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტების პოპულარიზაციას და ახალი კონტაქტების დამყარებას. აღნიშნული გამოფენის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ბულგარეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, მოლდავეთის, რუმინეთის, ჩინეთის და რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
გამოფენაზე მოსულ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამების, ფასების, აგრეთვე საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ათენის (საბერძნეთი) ინგლისურენოვანი სკოლის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მიმართ.