ტელეხიდი სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტთან

ტელეხიდი სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტთან

   
   

2017 წლის 5 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დეკანის, პროფესორ ლელა მასხულიას ხელმძღვანელობით გაიმართა ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს, ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის.  ტელეხიდს ასევე ესწრებოდნენ: ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის სამედიცინო პერსონალი.

ქართველმა სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე გააკეთეს პრეზენტაცია „ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემთხვევა“, განხორციელებული სარეაბილიტაციო მართვა და შედეგები.

პრეზენტაცია წარმოადგინეს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა მილენა ბაინდურმა და სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ მეორე წლის მაგისტრანტმა ნათია ჯღამაძემ.

ტელეხიდის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის ზურგის ტვინის დაზიანების დროს ქრონიკული ნეიროპათიული ტკივილის მართვის შესახებ.  ჩატარებულმა ღონისძიებამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი და დაიგეგმა მომდევნო ტელეხიდი, რომლის დროსაც კლინიკურ შემთხვევას წარმოადგენენ სტუდენტები სკრენტონის უნივერსიტეტიდან.