VII აზიურ-ევროპული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ოზონი და სხვა სამედიცინო გაზები ბიოლოგიაში და თერაპიაში“

VII აზიურ-ევროპული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ოზონი და სხვა სამედიცინო გაზები ბიოლოგიაში და თერაპიაში“

   
   

2017 წლის 26–28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ევროპა-აზიის ოზონოთერაპევტთა ასოციაციისა და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა VII აზიურ-ევროპული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ოზონი და სხვა სამედიცინო გაზები ბიოლოგიაში და თერაპიაში“.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი. მან დედაქალაქის  სტუმრებს  შეახსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობის შემდეგ მეცნიერები ამ დღესასწაულს შეუერთდებოდნენ.

აუდიტორიას მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კონფერენციის ორგანიზება და მასპინძლობა. ამასთანავე სტუმრებს ესაუბრა უნივერსიტეტის შესახებ და მიცრე ექსკურსი გააკეთა იმ ისტორიული მოვლენების შესახებ, რომელმაც 26 მაისი ეროვნულ დღესასწაულად აქცია.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: გენადი ბოიარინოვი (ოზონოთერაპევტთა და სამედიცინო აღჭურვილობის მეწარმეთა აზიურ-ევროპული კავშირის საპატიო პრეზიდენტი, ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი), ევგენი ნაზაროვი (ოზონოთერაპევტთა და სამედიცინო აღჭურვილობის მეწარმეთა აზიურ-ევროპული კავშირის აღმასრულებელი პრეზიდენტი, ოდესა, უკრაინა) და  კლავდია კონტორშიკოვა (სამედიცინო აკადემია, ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი).

კონფერენციაზე განიხილეს შემდგი ძირითადი საკითხები:

1. ექსპერიმენტური კვლევები ოზონის და სხვა სამედიცინო გაზების გამოყენების სფეროში. 

2. სამედიცინო გაზების მოქმედების მექანიზმი. 

3. ოზონოთერაპიის ეფექტურობის და უსაფრთხოების კონტროლის ბიოქიმიური, ბიოფიზიკური და ბიოლოგიური მეთოდები. 

4. ოზონოთერაპიის გამოყენების კლინიკური ასპექტები. 

https://nizhgma.ru/studentu/kafedry/anreanim/sotrudniki/

http://worknew.info/resume/49844/

https://nizhgma.ru/studentu/kafedry/labFPKV/