თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დელეგაცია VI  მსოფლიო კონგრესზე –  „Medicinal Chemistry  and  Drug Design“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დელეგაცია VI მსოფლიო კონგრესზე – „Medicinal Chemistry and Drug Design“

   
   

2017 წლის 7-8 ივნისს, მილანში (იტალია) ჩატარდა VI  მსოფლიო კონგრესი „სამკურნალო ქიმია და წამლის დიზაინი“ („Medicinal Chemistry  and  Drug Design“), რომლის მთავარი თემაც  „Achieving Future Generation Advancements in Medicinal Chemistry and Drug design“ იყო, მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნანა გორგასლიძე,  უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები: მალხაზ გეთია, მაია მერლანი, ნანული ნადარაია და ლელა ამირანაშვილი.

VI  მსოფლიო კონგრესი „სამკურნალო ქიმია და წამლის დიზაინი“ ესწრებოდნენ წამყვანი მეცნიერ თანამშრომლები მსოფლიოს 22 ქვეყნიდან: იტალია, აშშ, საქართველო, ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ერაყი, შვეიცარია, იაპონია, მალაიზია, ჩინეთი, ესპანეთი, მექსიკა, უკრაინა, ტაივანი, ეგვიპტე, ალჟირი.

კონგრესის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს  საკუთარი ხედვები, აღმოჩენები და მიგნებები შემდეგ სექციებში:

  1. სამედიცინო ქიმია/ფარმაცევტული მეცნიერებები
  2. ბიოორგანული და სამედიცინო ქიმია/წამლის დიზაინი და წამლის შემუშავება
  3. ორგანული ქიმია/სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებები სამედიცინო ქიმიაში/ ბიოორგანული და სამედიცინო ქიმია
  4. სამედიცინო ქიმია, ქიმიური ბიოლოგია/წამლის კომპიუტერული დიზაინი
  5. პოსტერული მოხსენება

ქართველმა მეცნიერ–თანამშრომლებმა VI  მსოფლიო კონგრესზე „სამკურნალო ქიმია და წამლის დიზაინი“  წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

  •  
  • სესიის თავმჯდომარე, პროფესორი ნანა გორგასლიძე ზეპირი მოხსენებით წარსდა აუდიტორიის წინაშე და ისაუბრა ქოქოსის ხის ნაყოფიდან და ღეროდან მიღებული ბრომელაინის ანალიზის მეთოდების შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება თსსუ–ს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შექმნილი, ახალი ფარმაცევტული პროდუქტის სტანდარტიზაციისთვის. 
  • კონგრესის სესიის თავმჯდომარის მაია მერლანის მოხსენების თემას წარმოადგენდა - თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სინთეზირებული 5α-სტეროიდული ჰიდრაზონები, რომელთა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აქტივობაც in vitro ექსპერიმენტში უკვე შესწავლილია.
  • მსოფლიო კონგრესზე მალხაზ გეთიას მოხსენება ეხებოდა  თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შექმნილი სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტის რაოდენობრივი ანალიზის მეთოდს.
  • კონგრესზე სიტყვით  წარსდგა ლელა ამირანაშვილი, რომლის  მოხსენების მიხედვით - გვარი SymphytumL. სხვადასხვა სახეობებიდან იზოლირებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა იდენტიფიცირება განხორციელდა ანალიზის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. 
  •  „თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სინთეზირებულია 5α-სტეროიდული ამინები, შესწავლილია მათი ანტივირუსული, ტუბერკულოზის და სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობები in vitro  ექსპერიმენტში.“ -თემის ირგვლივ  სექციაში პოსტერული მოხსენება , კონგრესის სტუმრებს ესაუბრა  ნანული ნადარაია.