ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა

ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა

10-13 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში ჩატარდა ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთა სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

ფარმაცევტულ და სამედიცინო საზოგადოებას შეემატა ფარმაციის მენეჯმენტის – 7, ფარმაცევტული ანალიზის – 14, კოსმეტოლოგიური და პარფიუმერული საშუალებების ტექნოლოგიის - 6 და ფარმაცევტული ტექნოლოგიის – 5 მაგისტრი.

სამაგისტრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს ქეთევან გარუჩავამ, თამუნა კვარაცხელიამ, დავით კობაიძემ, მარიამ კობიაშვილმა, ანა ობოლაძემ, ნინო ჩიტაძემ, ანა ჯალაღონიამ (სამაგისტრო პროგრამა „ფარმაციის მენეჯმენტი“), მარიამ წიკლაურმა, თეონა კორკოტაძემ, იულია რემიზოვამ, მაგდა ბურდილაძემ, თეა გაბრიჭიძემ, გულიკო ქიტოშვილმა, ანა ხიდეშელმა , მარიამ ნადირაშვილმა, თამარ ბოჭორიშვილმა, მარიამ მაღლაკელიძემ,  ილონა აშორტიამ, ლიკა მკერლიშვილმა, გიორგი ბახტაძემ, გიორგი მოსიძემ (სამაგისტრო პროგრამა „ფარმაცევტული ანალიზი“), ოთარ ჯარიაშვილმა, დავით ლომაშვილმა, ნათია მიდელაურმა, ინეზა ბოლოთაშვილმა, ანანო ჯაიანმა, გიორგი ბულბულაშვილმა, ნატო ფხალაძემ ( სამაგისტრო პროგრამა „სამრეწველო ფარმაცია“),  თამარ ნინიაშვილმა, თათია იაშვილმა, ლანა ჯურხაძემ, თამარ გორგაძემ (სამაგისტრო პროგრამა „ფარმაცევტული კოსმეტოლოგია და პარფიუმერია“.)