თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მეტრეველი „ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მე–19 კონგრესზე“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მეტრეველი „ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მე–19 კონგრესზე“

   
   

2017 წლის 20–23 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მეტრეველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლისაბონში  (პორტუგალია) „ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მე–19 კონგრესზე“, როგორც ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამა ტრადიციულად მოიცავდა მსოფლიოს ენდოკრინოლოგიურ სივრცეში არსებულ სამეცნიერო, ტექნიკურ და ფარმაცევტულ ინოვაციებს, მიღწევებს და იშვიათი პროფესიული ქეისების პრეზენტაციებს.

„ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მე–19 კონგრესი" დასრულდა პროფესიული დისკუსიით, გამოცდილების გაზიარებით და მრავალმხრივი კონტაქტების გაღრმავებით.