უცხოელ პროფესორთა დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან

უცხოელ პროფესორთა დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან

   
   

2017 წლის 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო უცხოელ პროფსორთა დელეგაცია:

  • თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ტომას აიჰჰორნი (კოტბუსის კარლ-თიმის კლინიკა, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია);
  • თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი  ფლორიან ლოე (ლანდშუტის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია);  
  • თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰელმუტ ჰანი (კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი,  ბერლინი, გერმანია);
  • დოქტორი  მარლიეს ჰოეკი (კოხ-მეჩნიკოვის ფორუმი, ლიმბახის ლაბორატორია, ბერლინი, გერმანია);
  • თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, დოქტორი  იოხენ ალიუსი, (იმპლანტოლოგიისა და დენტალური ჯანმრთელობის კლინიკის ხელმძღვანელი,  ნიურნბერგი, გერმანია);
  • პროფესორი ფრანკ ბულინგი (კარლ-თიმ-კლინიკუმ კოტბუს, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია);
  • პროფესორი ნორბერტ ვაგნერი (აახენის  უნივერსიტეტი, გერმანია); 
  • პროფესორი რონალდ კრონერი (მაგდებურგის  საუნივერსიტეტო   ჰოსპიტალის   ზოგადი,  ვისცერალური  და  სისხლძარღვთა    ქირურგიული  კლინიკის  დირექტორი, გერმანია);
  • დოქტორი პეტერ სტოლი (რადიაციული ონკოლოგი, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია);
  • თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი მიხაელ ლენცე (ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, პედიატრიის დეპარტამენტი, გერმანია);
  • პროფესორი, დოქტორი  ვოლფგანგ ბუხბერგერი (ინსბრუკის  უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკა, ავსტრია);
  • პროფესორი, დოქტორი პეტერ ლუკასი (ინსბრუკის უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიის და რადიოონკოლოგიის კლინიკა, ავსტრია);
  • ერჰარდ მიტშე (ODELGA MED -ის  მენეჯერი, ავსტრია);
  • პროფესორი ვიაჩესლავ ჟდანი (უკრაინის   მედიცინის და სტომატოლოგიის  აკდემიის   რექტორი;   უკრაინის მეცნიერებათა  აკადემიის  აკადემიკოსი;  პოლტავა; უკრაინა);
  • პროფესორი ლუბოვ სმაგლიუკი (უკრაინის   მედიცინის და სტომატოლოგიის  აკდემია , უკრაინა);
  • ვიცე-პოლკოვნიკი  მარკ ჰარტელი (ამერიკის  არმიის   სამედიცინო  კვლევების დეპარტამენტი, ვიცე-სარდალი, აშშ);
  • პროფესორი როლანდ მეთიუ (მორჰაუზის  სამედიცინო  სკოლის მეანობა-გინეკოლოგიის  დეპარტამენტი, აშშ);
  • პროფესორი შონ დარიუშნია (ინტერვენციული რადიოლოგიის  დეპარტამენტი, აშშ);
  • პროფესორი გაბრიელა ოპრეა (გრეიდის ჰოსპიტალი, აშშ);
  • პროფესორი რამაზ  დათიაშვილი (ნიუ  ჯერსის უნივერსიტეტის  სამედიცინო  სკოლის   ქირურგიის  დეპარტამენტი, აშშ);
  • თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე (თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრი, ავსტრია)
  • თსსუ-ის საპატიო დოქტორი გიორგი გრიგოლია (კლინიკა ფიურსტენფელდბრუკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგი/ექიმი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის  უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია)
  • არჩილ უნდილაშვილი (ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი (აშშ), თსსუ–ს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი).

რექტორის  წარდგინების ფარგლებში,  სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მისი მიღწევების შესახებ. მათ მადლიერება გამოხატეს მოწვევის გამო და თბილი და გულითადი შეფასება მისცეს მასპინძელ ქვეყანასა და უნივერსიტეტს.

საპატიო სტუმრებს მიესალმნენ და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს თსსუ-ის ვიცე-რექტორებმა: პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.

მოწვეული სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-გერმანიის    ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო  კონფერენციაში  - „ქართულ-გერმანული ურთიერთობები, წარსულიდან მომავლისაკენ“,  რომელიც, ასევე,  დღეს გაიხსნება, სამი დღის განმავლობაში წაიკითხავენ ლექციებს თსსუ-ის კლინიკებში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში.