,,სამედიცინო სასწავლო კონფერენცია-  (MTC)“

,,სამედიცინო სასწავლო კონფერენცია- (MTC)“

2017 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის  ივანე თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით  ჩატარდა რიგით მეორე ,,სამედიცინო სასწავლო კონფერენცია-  (MTC)“.  ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ  წარედგინათ მოხსენება  მედიცინის უახლეს  მიღწევებსა და მკურნალობის ინოვაციურ  მეთოდებზე, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიული გამოცდილების, უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში.
 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

- ,,ეკლამფსია და პრეეკლამფსია“ - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი,  VII სემესტრის სტუდენტი ჯემალ გოგიტიძე;

-,,ამნიონური მემბრანის ტრანსპლანტაცია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მწვავე ოკულური გამოვლინების მქონე პაციენტებში“ - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის XIII სემესტრის სტუდენტები: კახა ბრეგვაძე, სალომე ბეგიჯანაშვილი;

 -,,ფქოდ-ის მართვის პროგრამის მიზნები, GOLD“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის XI კურსის სტუდენტი ზიბეიდა ასლანოვა;

-,, აად“  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტი მარიამ სხირტლაძე;

-,,ბიო 3D პრინტერი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის III  სემესტრის სტუდენტი ნატალი ბულია;

- ,,ტაკოცუბო კარდიომიოპათია“- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი სალომე ხუბეჯაშვილი;

-,,ვირტუალური რეალობა მედიცინასა და ქირურგიაში“- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი VII  კურსის სტუდენტი მარიამ ამბროლაძე;

-,,C ვიტამინი ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკაში“-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  მედიცინის ფაკულტეტის  IX  სემესტრის სტუდენტები: მარიამ ქალებაშვილი , მარიამ ჩხიკვაძე;

- ,,ვაქცინები და მათი მოქმედების მექანიზმი”- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX კურსის სტუდენტი მარიამ ზედელაშვილი;

- ,,გენური თერაპია და სიმსივნის მკურნალობა“- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის  IX  სემესტრის სტუდენტები: ანა მაღლაკელიძე, თამარ ცოცხალაშვილი;

- ,,სხივური თერაპია”- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი ზურაბ დოლაბერიძე ;

- ,,რევმატოიდული ართრიტი“-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის VII სემესტრის სტუდენტები: ნანა ბიგვავა, სალომე ხარიტონაშვილი;

-,,CRISPR/Cas9- მედიცინის უახლესი მიღწევა“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის VII  სემესტრის სტუდენტი მარიამ ღარიბაშვილი;

-,,როგორ ვიცოცხლოთ 120 წელი და მეტი“ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი ლექსო ორველაშვილი ;

-,,ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტი რეზო მოსეშვილი ;

- ,,ღეროვანი უჯრედები და მასთან დაკავშირებული სიახლეები“ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  VII სემესტრის სტუდენტი ქეთევან ღარიბაშვილი;

-,,ალკოჰოლიზმი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტი  ზურაბ ნიაური.

კონფერენციის დასასრულს გამოვლინდა სამი  საუკეთესო ნაშრომის ავტორები: ჯემალ გოგიტიძე, კახა ბრეგვაძე, სალომე ბეგიჯანაშვილი  და  სოფიო კაკაბაძე. გამარჯვებული  მოხსენებები დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების  ყოველწლიურ შემაჯამებელ ნამუშევართა კრებულში.