თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა შეხვედრა დამსაქმებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა შეხვედრა დამსაქმებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან

 
   

2018 წლის 15 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა თსსუ–ის ადმინისტრაციის შეხვედრა დამსაქმებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან და კურდამთავრებულებთან. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზადყოფნა პროაქტიური თანამშრომლობისთვის. უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ სტუმრებს წარუდგინა განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ წარადგინა პრეზენტაცია ,,თსსუ-ის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლების გამოკითხვის შედეგების ანალიზი“. უნივერსიტეტსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ ისაუბრა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიგა სორდიამ.

შეხვედრის მეორე ინტერაქტიულ ნაწილში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები; დამსაქმებელი კომპანიების ჩართულობა სხვადასხვა ფაკულტეტის კურიკულუმების კომიტეტებში; ერთობლივი სამეცნიერო და სოციალური ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

მოწვეული სტუმრების მხრიდან აქტიურად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ინიციატივა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ ინიციატივების განხილვასა და მათზე მუშაობას გეგმავს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ 70-მდე სამედიცინო კლინიკის, ფარმაცევტული და სადაზღვეო კომპანიის, სარეაბილიტაციო ცენტრისა და სხვადასხვა პარტნიორი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.