მასტერკლასი - “ქირურგიული კვანძების დადება ხელით და ინსტრუმენტების საშუალებით.”

მასტერკლასი - “ქირურგიული კვანძების დადება ხელით და ინსტრუმენტების საშუალებით.”

2018 წლის 29 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,  საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ორგანიზებით  მოეწყო  მასტერკლასი -“ქირურგიული კვანძების დადება ხელით და ინსტრუმენტების საშუალებით.” 

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ:  თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ფოფხაძე, თემით: “კლინიკური უნარ-ჩვევების კურსი - ქირურგიული მანიპულაციები”;

ასევე  თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-V კურსის სტუდენტი, IFMSA საქართველოს  ნაციონალური ოფიცერი გიორგი ჩილინგარაშვილი, თემით: 

“სამედიცინო განათლება და კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში.”

მასტერკლასში ჩართული იყვნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და  თბილისის 28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.  

საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA)  არის  მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის  (IFMSA)  წარმომადგენელობა საქართველოში.  IFMSA  არსებობს 1951 წლიდან და აერთიანებს 127 ქვეყანას.