საჯარო  ლექცია - ,,პორტრეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისა“

საჯარო ლექცია - ,,პორტრეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისა“

2018 წლის 29 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2018“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა  ფესტივალის ბოლო დასკვნითი საჯარო  ლექცია - ,,პორტრეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისა“.  ლექცია წაიკითხა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბესარიონ კილასონიამ. 

ღონისძიებამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, რადგან  მიეძღვნა  თანამედროვე მეცნიერების მიღწევების გამოყენებით ნიკოლოზ ბარათაშვილის დღემდე არ არსებული პორტრეტის რეკონსტრუქციას.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ მის დებთან პოეტის დაგეროტიპი ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს გადასცა გასამრავლებლად, მაგრამ საუბედუროდ ფოტოატელიე დაიწვა და ბარათაშვილის სურათიც შეიწირა. ნიკოლოზ ბარათაშვილის თანამედროვენი იგონებდნენ, რომ პოეტის და სოფიო, ძალიან გავდა ნიკოლოზს. პოეტის დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადასვენებისას შემოწმდა პოეტის ნეშტი და ჩოჩხი, მათ შორის ქალაც, რომელიც მთლიანად შენახული აღმოჩნდა.  საუკუნეების მანძილზე განხორციელებული უამრავი მცდელობის მიუხედავად ცნობილი პოეტის პორტრეტის აღდგენა ვერ მოხერხდა.

პოეტის თავის ქალის  ფოტოების, ნათესაური კავშირების და ბიოგრაფიული ცნობების დახმარებით, პროფესორმა ბესარიონ კილასონიამ შეძლო და საზოგადოებას წარუდგინა ნიკოლოზ ბარათაშვილის როგორც ბიოლოგიური ასევე  ფსიქოლოგიური პორტრეტი.