2018 წლის 26-28 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 7 წარმომადგენელი: თსსუ-ის ქირურგიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხაძის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე; თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხაძის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნოდარ ლომიძე; თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გია დათუაშვილი; თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი ახმეტელი; თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის რეზიდენტი რამაზ მარგოშვილი და თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის რეზიდენტი ლაშა ღონღაზე მივლინებულნი იყვნენ ერევანში (სომხეთი) ქირურგთა ევროპული საზოგადოების 22 კონგრესზე.
კონგრესზე თსსუ-დან წარდგენილი იყო 12 მოხსენება, მათ შორის ერთი ლექცია. 8 მოხსენებ გახლდათ თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტიდან, 4 მოხსენება - თსსუ-ის ქირურგიის N2 დეპარტამენტიდან.
თსსუ სამმა რეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კონგრესის კონკურსში, სადაც მე-5 ადგილი დაიკავეს გუნდურ შეჯიბრებაში.