თეთრი ხალათის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი

თეთრი ხალათის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი

2018 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -  „სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოება“ ორგანიზებითა და თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ფესტივალის „თეთრი ხალათის" ფარგლებში,  ჩატარდა ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატი  ოლიმპიური სისტემის მიხედვით 36 ვაჟსა და 8 გოგონას შორის გაიმართა. 

ვაჟებში  I ადგილი - ფარმაციის ფაკულტეტის I სემესტრელმა სტუდენტმა, საბა არაბიძემ მოიპოვა,  II ადგილი - მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრელმა სტუდენტმა, ავთანდილ ფანჩულიძემ,  ხოლო  III ადგილზე - ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის II სემესტრელი სტუდენტი  გიორგი ცქიფურიშვილი გავიდა. გოგონებში  I ადგილი -  მედიცინის ფაკულტეტის V სემესტრელმა სტუდენტმა, ელენე ჯაფარიძემ მოიპოვა,    II ადგილი - მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრელმა სტუდენტმა, სალომე ცერცვაძემ, ხოლო  III ადგილზე - სტომატოლოგიის ფაკულტეტის  I სემესტრელი სტუდენტი,  ქრისტინე ფურცხვანიძე გავიდა. გამარჯვებულებს  თასები და მედლები გადაეცათ.


ფესტივალის ფარგლებში საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული აქტივობები გრძელდება, დეტალებისთვის იხილეთ ბმული