შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველ სემესტრელ სტუდენტებთან

შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველ სემესტრელ სტუდენტებთან

2018 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, მისი მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი და კლინიკური ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი დეა ვადაჭკორია შეხვდნენ სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტებს. 

სტუდენტებს მიესალმა და შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა, რომელმაც მიმოიხილა ფაკულტეტზე მიმდინარე ძირითადი პროცესები.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინა ქალბატონმა ნანა ყიფიანმა, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია;

სტუდენტის უფლებები;

სტუდენტის ვალდებულებები; 

სტუდენტის სასწავლო საქმიანობა;

ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადაყვანა;

სტუდენტის შეფასება;

სტუდენტური სტიპენდიები;

სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში; 

გაცვლითი პროგრამები;

სტუდენტების მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში.

ღონისძიების დასასრულს  გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე.