25 ოქტომბერს, თსსუ -ის  სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს  34 წელი შეუსრულდა

25 ოქტომბერს, თსსუ -ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს 34 წელი შეუსრულდა

თსსუ - ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი დაარსდა 1984 წლის 25 ოქტომბერს.  მისი დამაარსებლები იყვნენ: ბადრი მაჭავარიანი და მისი მეგობრები, თსსუ -ის სტუდენტები.

ანსამბლში აღიზარდა მოცეკვავეებისა და მომღერლების მრავალი თაობა (მომღერალ ვაჟთა გუნდი „ფესვები“,  ცოტა მოგვიანებით შეიქმნა ანსამბლი „შვიდკაცა“).

ანსამბლს არაერთი წარმატებული გასტროლი ჰქონდა: პოლონეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ბელგიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ინგლისში... ანსამბლს მოპოვებული აქვს: 7 მთავარი პრიზი, 3 ოქროს მედალი, ევროპარლამენტის ეგიდით ჩატარებული ფესტივალის დიპლომი, „საუკეთესო ანსამბლი“-ს წოდება (იტალია 1996, საქართველო 2013). მინიჭებული აქვს საპატიო "სახალხო ანსამბლის" წოდება...

სხვადასხვა დროს ანსამბლში შემოქმედებით საქმიანობას ეწოდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლების წევრები როგორებიცაა : “ფაზისი“,  „რუსთავი“, „ერისიონი“, „თბილისი“, „ქართული ხმები“, „ალილო“ და  „ურმული“.

ანსამბლის ხელმძღვანელია - თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ასოცოაცია „ქართული ეროვნული კულტურა“-ს პრეზიდენტი, ორდენ „ამაგდარი“-ს მფლობელი, იტალიის კულტურის პრემიის მფლობელი, ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - ბადრი მაჭავარიანი; მთავარი ქორეოგრაფი - ლეგენდარული  ანსამბლ სუხიშვილების ყოფილი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მსახიობი და მოცეკვავე, ღირსების ორდენის კავალერი - დავით უგრეხელიძე; ქორეოგრაფი - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - ინეზა კუპრეიშვილი; ლოტბარი - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - დავით რატიანი (უმცროსი); ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი  - დავით რატიანი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს  ამ ღირსეშანიშნავ თარიღს და  უსურვებს წარმატებებს!