ზვიად ბახუტაშვილის საჯარო ლექცია თსსუ-ში

ზვიად ბახუტაშვილის საჯარო ლექცია თსსუ-ში

2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კარდიოქირურგ  ზვიად ბახუტაშვილის ლექცია, თემაზე „კარდიოქირურგიის აქტუალური საკითხები.“

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს პროექტის შესახებ ესაუბრა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, IFMSA - ადგილობრივი წარმომადგენლობის GMSA -ს წევრი ელენე გუნია, რომელმაც ასევე IFMSA-ს მნიშვნლეობაზე და სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა. დამსწრე აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა თსსუ-ის მედიცინის ფაქულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. 

აღნიშნული შეხვედრა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ორგანიზებით ტარდება და ეს უკვე რიგით მეორე ღონისძიებაა.

ღონისძიება იყო ინტერაქტიული ხასიათის და გამოირჩეოდა სტუდენტთა მაღალი ჩართულობით.

ლექციების თემატიკისა და სასურველი მომხსენებლების შერჩევა სტუდენტების გამოკითხვის შედეგად მოხდა. პროექტის ფარგლებში კიდევ მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.