მუსიკა ნეირომეცნიერების კლინიკურ კონტექსტში: მუსიკა და დემენცია

მუსიკა ნეირომეცნიერების კლინიკურ კონტექსტში: მუსიკა და დემენცია

22  ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ჯ. ვიტოლის სახელობის ლატვიის მუსიკის აკადემიის სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი,  პროფესორი ლანა ბურმისტროვა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნანა შარიქაძე ეწვია.

პროფესორმა ლანა ბურმისტროვამ  წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "მუსიკა ნეირომეცნიერების კლინიკურ კონტექსტში: მუსიკა და დემენცია". ლექციაზე განხილულ იქნა მუსიკის  თერაპიული გამოყენების დადებით ეფექტები, დემენციის  მქონე  პაციენტებისთვის. პროფესორმა ბურმისტროვამ წარმოადგინა, ასევე,  მუსიკის გამოყენების ეფექტურობა ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების   შემთხვევაში,  ისაურბა მუსიკის   გამოყენებით  ზემოაღნიშნული  დაავადებების  პრევენციის   შესაძლებლობებზე.


ლექციას თსსუ-ის სტუდენტები და პროფესორები  ესწრებოდნენ, რომელთა განსაკუთრებული ყურადღება პროფესორი ბურმისტროვას მიერ, ვიდეოს საშუალებით წარმოდგენილმა პრაქტიკულმა ქეისებმა მიიპყრო, სადაც ნაჩვენები იყო პაციენტების ურთიერთობა მუსიკასთან. ლექციას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა, აუდიტორიამ  თემასთან დაკავშირებით დეტალურ შეკითხვებზე აპროფესორისგან კომპეტენტური პასუხები მიიღო.


ლექციის დასრულების შემდეგ, პროფესორი ლანა ბურმისტროვა დაინტერესდა თსსუ-ის პროფესორებთან შეხვედრით, Horizon2020 და Horizon Europe -ის ფარგლებში, ნეირომეცნიერების კლინიკურ ასპექტში მუსიკის გამოყენების მიმართულებით, განსახორციელებელი პროგრამების განსახილველად. მას თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი  თსსუ-ის პროფესორებთან, ექიმ-ნევროლოგებთან ერთად შეხვდა.