2018 წლის 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2018“-ის ფარგლებში თსსუ-ის თეატრალურმა დასმა აგათა კრისტის დეტექტივის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი - ,,სიკვდილი ღრუბლებში “ წარმოადგინა.
წარმოდგენის რეჟისორი ნათია გუჯაბიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ომიკო ხოფერია, ქორეოგრაფი სოფო გოდერძიშვილი, დეკორატორი -ანრი ფაღავა, დიზაინერი - ანი მურცხვალაძე იყვნენ. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები:
• ერკიულ პუარუ – ზურა მახარაშვილი
• ჯეპი (პოლიციელი) – ნიკოლოზ ყულოშვილი
• მარი მორისო ჟიზელი - ირინა ბროკიშვილი
• ჯეინ გრეი – ნინი ებიტაშვილი
• ჯეინის მეგობარი - ნინო შინდელაშვილი
• ნორმან გეილი – ნიკოლოზ დვალი
• გრაფინია (ლედი სისელი) – ნანი ტატიშვილი
• მოახლე (მადლენი)- თაკო ხორავა
• ექიმი (ანგელა ბაუერი) – მაშო კვინიხიძე
• მწერალი (კლენსი) - ლექსო ორველაშვილი
• ვენეტია კერა - ანა გოგავა
• ჯაკ დიუპონი (მამა)- ბექა გოგინაშვილი
• არმან დიუპონი (შვილი) - გიორგი თაბაგარი
• აშვინი - ჯოელ სამ
• ბორტგამცილებელი - თაკო ბოგველი
• ბორტგამცილებელი - შაკო შარმიაშვილი
• ჟიზელის ადვოკატი - არჩილ შავდათუაშვილი
• ჟიზელის მოახლე -ქეთი სურმანიძე
• მსაჯი - დაჩი დონღვანი
• მიმტანი - ელენე შაფათავა
წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა თხოვნით წელს, 19 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმართება.
ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ახორციელებს.