თსსუ-ს ლიუბეკის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ანესთეზიოლოგი კარლ-ფრიდრიხ კლოცი ეწვია

თსსუ-ს ლიუბეკის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ანესთეზიოლოგი კარლ-ფრიდრიხ კლოცი ეწვია

მიმდინარე წლის 25 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ლიუბეკის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ანესთეზიოლოგი კარლ-ფრიდრიხ კლოცი ეწვია. სტუდენტებმა მოისმინეს მისი პრეზენტაცია ლიუბეკის უნივერსიტეტის პროგრამების და ბორსტელის კვლევითი ცენტრის შესახებ. ასევე, მან განიხილა თსსუ-ის კურსდამთავრებულების გერმანიაში მუშაობის პერსპექტივები. 

პრეზენტაციის დაწყებამდე აუდიტორიას მიმართა თსსუ-ის ,,Erasmus+’’-ის კოორდინატორმა, ნინო კანდელაკმა. მან მაღალი შეფასება მისცა პროფესორ კარლ-ფრიდრიხ კლოცის ვიზიტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ემსახურება  საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განახლებულ პერსპექტივასა და ურთიერთობის სამომავლო განვითარებას, თსსუ-სა და ლუბეკის უნივერსიტეტს შორის ,,Erasmus+’’-ის ფარგლებში. 

 26 მარტს, პროფესორი კარლ-ფრიდრიხ კლოცი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასაც ეწვია, სადაც ის შეხვდა კლინიკის გენერალურ დირექტორს, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ლევან რატიანს. ასევე,  მან დამამთავრებელი წლის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ექიმებისთვის წაიკითხა ლექციები:
,,მექანიკური ვენტილაციის ისტორია";
,,სამედიცინო განათლების ისტორია ანესთეზიოლოგიის კუთხით (უნარ-ჩვევების ლაბორატორია, სიმულაციური ცენტრი)".

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი კლოცი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ჩიქოვანს და უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ნინო აბრალავას.