სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ემსახურო სტომატოლოგიას

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ემსახურო სტომატოლოგიას

2019 წლის 22-23 მარტს ქ. პოლტავაში (უკრაინა), სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ICD-ის ევროპული სექციის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანების (District 14) საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგეი რადლინსკის ორგანიზებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ემსახურო სტომატოლოგიას“ ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ და მოხსენებით წარსდგნენ: თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე თემით: „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა“ და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე თემით: „პრეპარატ როდოპესის ეფექტურობა კლინიკურ სტომატოლოგიაში“.

მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო ფაქტი, რომ კონფერენციას ესწრებოდა ICD 14 დივიზიონის ხელმძღვანელი, სლოვენიის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანი ტომ იუკიჩი და ICD უკრაინის წარმომადგენლობა. პროფესორმა იუკიჩმა საზოგადოებას ICD-ის ისტორია გააცნო და ქართული და უკრაინული დელეგაციების აქტივობებზე ისაუბრა.

აღნიშნულმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საინტერესო დისკუსიით დასრულდა.