დედამიწის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დედამიწის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ვიდეო მიმართვით, კიდევ ერთხელ უერთდება მსოფლიო კამპანიას პლანეტის დასაცავად.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა, თუმცა, ყოველდღიურად, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეკოსისტემა და გავუფრთხილდეთ ბუნების მრავალფეროვნებას. გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან!

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2019 წლის 30 მარტს შეუერთდა „დედამიწის საათის“ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში, საუნივერსიტეტო კლინიკებსა და ინსტიტუტებში ერთი საათის განმავლობაში გამოირთო ელექტროენერგია.

თსსუ, ასევე, გახდა დასუფთავების აქციის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც, 2019 წლის 7 აპრილს მოხდა დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევა აქტივობაში ჩასართავად.


#ჩვენიპლანეტაჩვენისახლია #ourplanetourhome