ექიმ დავით გაგუას საჯარო ლექცია თსსუ-ის სტუდენტებისთვის

ექიმ დავით გაგუას საჯარო ლექცია თსსუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ეგიდით, 2019 წლის 22 აპრილს, გაიმართა გაზაფხულის სემესტრის რიგით მეორე საჯარო ლექცია თემაზე: ,,მეანობა-გინეკოლოგია".  ლექცია ფართო ადუიტორიისთვის ექიმმა მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ წაიკითხა.  ბატონმა დავითმა ისაუბრა დარგის ისტორიასა და იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც მომავალმა გინეკოლოგებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, განიხილა დარგში არსებული უპირატესობები და გამოწვევები, ის სტრატიგიული გეგმები რომელიც უნდა შეიმუშავოს ექიმმა იმისთვის, რომ განავითაროს მედიცინა.

"პრაქტიკულად ეს არის შეხვედრა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა მედიკოსებს ვაჩვენებთ იმ სიძნეელებს, რომლებიც მათ მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობის არჩევის შემთხვევაში შეხვდებათ და ვურჩევთ როგორ გადაჭრან ეს სიძნელეები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოწვევებს. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები  ხშირად უნდა მოეწყოს, ვინაიდან სტუდენტები ჩვენი მომავალი არიან, ჩვენ მათ განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ." - აღნიშნა დავით გაგუამ. 

მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია კვლავ გააგრძელებს ლექციათა კურსს და შემოგთავაზებთ მრავაფეროვან დარგებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.