ინსბრუკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თსსუ-ის რექტორის ვიზიტის შესახებ

ინსბრუკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თსსუ-ის რექტორის ვიზიტის შესახებ

თსსუ-ის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქმიანი ვიზიტით,  ინსბრუკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია პროფესორის სტუმრობის შესახებ: 

მარტის მიწურულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, სტუმრობდა ინსბრუკის სამედიცინო უინივერსიტეტსა და მის რექტორს  ვ. ვოლფგანგ ფლაიშჰაკერს.

ვიზიტის ფარგლებში რექტორ ვ. ვოლფგანგ ფლაიშჰაკერის კაბინეტში შემდგარი საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რაც ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული არსებობს და ხელახალ „გამოცოცხლებას“ საჭიროებს. სახელდობრ, განიხილეს სხვადასხვა კლინიკურ სფეროებში ერთიდან ორ თვემდე ხანგრძლივობის ორმხრივი სტაჟირების შესაძლებლობები. ერაზმუსის პროგრამაზე ერთობლივი განაცხადის   (Erasmus KA 107) წარდგენა  განხორციელდება მომავალი წლის დასაწყისისათვის (Call 2020). ერაზმუსის პროექტები (KA 107) უზრუნველყოფს პარტნიორ ქვეყნებთან  (შერჩეულ არაევროპულ პარტნიორ-უნივერსიტეტებთან) მობილობას. ამ სახით, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გარდა, ხელი შეეწყობა მომსახურე პერსონალისა და  პედაგოგების მობილობის განვითარებასაც. საუბრის დროს დამატებით განიხილეს ორივე ინსტიტუციის სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტები, აგრეთვე, საერთო სფეროები და ინტერესები. შემდეგ ეტაპზე წარიმართა მორიგი საუბარი ინსბრუკის უნივერსიტეტის პრორექტორთან კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, კრისტინ ბენდტლოუსთან.

სურათზე მარცხნიდან : ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი - ვ. ვოლფგანგ ფლაიშჰაკერი; ირმა კვიცარიძე - თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი; ირინა კაპეტივაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის რექტორის აპარატის უფროსი; საბინე ედლინგერი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.


იხილეთ სტატია ინსბრუკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდზე   სტატიის ბმული