2019 წლის 20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში თსსუ-ს კულტურის ცენტრთან არსებული თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „ვეგა“-ს 15 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
მაყურებლის წინაშე ანსამბლის ახალი შემადგენლობა წარსდგა .ძველ დადგმებთან ერთად, ნაჩვენები იყო ახალი და განახლებული ქორეოგრაფიული კომპოზიციები. აგრეთვე ვიდეო კლიპი „ვეგა“-ს ისტორიის შესახებ და ორი ვიდეორგოლი „მოგონებები“, სადაც „ვეგა“-ს ყოფილი მოცეკვავეები იხსენებენ ანსამბლში გატარებულ წლებს. ღონისძიებაში მონაწილეობდა „ვეგა“-ს უმცროსი თაობაც.
იუბილეს, ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღავწე ბალეტმეისტერი, ქორეოგრაფი, მრავალი წოდების მქონე ადამიანი ქორეოგრაფიულ სამყაროში, ბატონი ნუგზარ მახათელი.