2019 წლის 27 მაისს 15:00 საათზე თსსუ-ის "საბჭოების დარბაზში" გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,საინტერესო შემთხვევები ტრავმატოლოგიაში", რომელსაც წარუძღვა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ასოცირებული პროფესორი, ტრავმატოლოგი ლევან ჩიკვატია.
ლექციის დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა, თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ დიაკონიძემ და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ფუტკარაძემ.
ლექციაზე განხილულ იყო როგორც საინტერესო შემთხვევები ტრავმატოლოგიაში, ასევე ზოგადად ექიმის პროფესიის მნიშვნელობა და ვალდებულებები. ლექციის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.