2019 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ექიმი დერმატოლოგი ოლე მარტინ რორდამი ( ტრონჰეიმი, ნორვეგია). ვიზიტის ფარგლებში მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან, თსსუ-ის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან, მაია მათოშვილთან, აგრეთვე თსსუ-ის სტუდენტებთან, რეზიდენტებთან და ახალგაზრდა ექიმებთან ერთად ჩაატარა კონსულტაციები. დაიგეგმა ჰემანგიომის მქონე ბავშვების შემდგომი მკურნალობის სქემები Lutronic Solari IPL სისტემის აპარატით.
![თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ექიმ-დერმატოლოგის ოლე მარტინ რორდამის ვიზიტი თსსუ-ში](images/news/Tsu_is_sapatio_doqtoris_eqim_dermatologis_ole_martin_rordamis_viziti_Tsu_Si_5d91d06c9feab.jpg)