2020
წლის 13 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური
უნარ-ჩვევებისა და კვლევების ცენტრში თავდაცვის
სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სამედიცინო დანაყოფისთვის ჩატარდა სწავლება, რომლის მიზანს წარმოადგენდა გვამურ მასალაზე მიმოხილვითი ანატომიის კურსის გაცნობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი მსმენელები.
ტრენინგს
უძღვებოდა ცენტრის ხელმძღვანელი კონსტანტინე
ჩუტკერაშვილი.