2021 წლის 27-30 აგვისტოს ვირტუალურად ჩატარდა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE (An International Association for Medical Education) ყოველწლიური კონფერენცია AMEE 2021. კონფერენციაში 3000-მდე დელეგატი მონაწილოებდა მსოფლიოს 93 ქვეყნიდან. AMEE ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, სადაც განიხილება სამედიცინო განათლებაში ახალი მეთოდოლოგიები, მიღწევები და მომავალი პერსპექტივები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო AMEE 2021-ში. კონფერენციას ესწრებოდა თსსუ-ის 16 წარმომადგენელი, ღონისძიებაზე თსსუ-ის თანამშრომლების ავტორობით წარდგენილი იყო 9 პოსტერული მოხსენება. პოსტერების ნაწილი შეიქმნა თსსუ-ში არსებული AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში ჩატარებელი ტრენინგ კურსის- RESME (სამედიცინო განათლების კვლევის უნარები) ფარგლებში.
მომდევნო წლის კონფერენცია - AMEE 2022 დაგეგმილია ჰიბრიდულ ფორმატში, რომელიც გაიმართება ლიონში (საფრანგეთი).