2022 წლის 20 მარტიდან 11 აპრილამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრში პროფესორმა საიმონ ქიმმა ჩაატარა ტრენინგების ციკლი შემდეგ საკითხებზე: „კრიტიკული აზროვნება დარგობრივი სამედიცინო უცხოური ენის სწავლების პროცესში, უცხოური ენის ონლაინ სწავლება, პარაფრაზია და ტექსტის განმარტება ან ინტერპრეტაცია“
ტრენინგს ესწრებოდნენ თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა და უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და გამოირჩეოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.
ცნობისთვის, პროფესორი საიმონ ქიმი სტუდენტებისთვის პერმანენტულად ატარებს სემინარებს დარგობრივ ინგლისურ ენაში.