პროფესორმა ზაზა ბოხუამ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო–საგანმანათლებლო ღონისძიებაში

პროფესორმა ზაზა ბოხუამ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო–საგანმანათლებლო ღონისძიებაში

2022 წლის 09-11 ივნისს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, თსსუ-ის  მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ბოხუა მივლინებით იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ქ. სენაკში და ქ. ბათუმში.

მივლინების ფარგლებში, პროფესორმა ზაზა ბოხუამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კონტრაცეფციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო–საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სადაც წარადგინა მოხსენება - ,,იმუნიზაცია ორსულობამდე, ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში“ და  ,,რეკომენდაციები მეან-გინეკოლოგებისათვის“.

კონფერენციაზე, პროფესორმა ზაზა ბოხუამ ღონისძიებაში მონაწილე პირებს, ასევე, გააცნო  ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში მოქმედ აკრედიტებულ უსგ პროგრამებზე.