დასწრებული პროგრამა

დასწრებული პროგრამა "დოპლეროგრაფია სამეანო პრაქტიკაში. მისი როლი მუცლადყოფნის პერიოდში ჰემოდინამიკის დარღვევის და ნაყოფის ზრდის შეფერხების დიაგნოსტიკაში"

2023 წლის 23-24 მარტს თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში პროგრამის ხელმძღვანელის ლიკა ჯვარშეიშვილის მიერ ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა "დოპლეროგრაფია სამეანო პრაქტიკაში. მისი როლი მუცლადყოფნის პერიოდში ჰემოდინამიკის დარღვევის და ნაყოფის ზრდის შეფერხების დიაგნოსტიკაში" (სახ. აკრედიტ. #0382; 12 უპგ ქულა).