2023 წლის 21-24 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან რატიანი იმყოფებოდა ბრიუსელში (ბელგია), სადაც მონაწილეობა მიიღო სიმპოზიუმში - ,,42 nd International Symposium on Intensive Care and Emergency Medicine“.
პროფესორ ლევან რატიანის თქმით, მისთვის უაღრესად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა სიმპოზიუმზე განხილული საკითხები, რომლებიც მოიცავდა რეანიმატოლოგიის მიმართულებით ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტების თანამედროვე სტრატეგიას, კოვიდ 19-ის მკურნალობას, მძიმე სეფსისის და მისი კლინიკური მახასიათებლების ვერიფიკაციას და კრიტიკულ პაციენტებში ბიოენერგეტიკული გამოფიტვის და ენერგეტიკული კრიზისის მართვის ახალ პროტოკოლს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 27-29 მარტს პროფესორმა ლევან რატიანმა, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ და ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან მაჭავარიანმა და ასისტენტ-პროფესორმა ვახტანგ შოშიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მესამე მსოფლიო კონგრესში - ,,Surgery, Surgeons and Anesthesia” (შვეიცარია, ციურიხი). აღნიშნულ კონფერენციაზე განხილულ იქნა პრეოპერაციული და პოსტოპერაციული პაციენტების მართვის საკვანძო საკითხები.
კონგრესზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები წარსდგნენ შემდეგი ზეპირი მოხსენებებით:
პროფესორი ლევან რატიანი - ,,Antibiotics for the Prevention of Surgical site Infections Current Strategy”;
ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია - ,,Pharmacotherapy as a tool for the prevention of perioperative complications"
ასოცირებული პროფესორი ქეთევან მაჭავარიანი - ,,Perioperative Pain Management –How to Optimaze Multimodal Analgesia: Case Report”;
ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ შოშიაშვილი - ,,Transnasal Sphenopalatine Ganglion Block for Persistent Hiccup Treatment:Case Report”.