2023 წლის 20-21 აპრილს ამსტერდამში (ნიდერლანდები) ჩატარდა პირველი ევროპული სემინარი ,,ნეიროგანვითარების იშვიათი გენეტიკური დარღვევების ინტერდისციპლინარული პერსპექტივები- EuroNDD“. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევროპის იშვიათი მალფორმაციების სინდრომების, გონებრივი და სხვა ნეიროგანვითარების დაავადებების რეფერენს-ორგანიზაცია - ERN-ITHACA
სემინარში მონაწილეობა მიიღეს და პოსტერული მოხსენებები წარადგინეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის (ხელმძღვანელი - პროფესორი თინათინ ტყემალაძე) დოქტორანტმა კახა ბრეგვაძემ და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულმა ლუკა აბაშიშვილმა.
ღონისძიებაზე თსსუ-ის წარმომადგენლებმა შემდეგი პოსტერული მოხსენებები წარადგინეს:
კახა ბრეგვაძე -,,კრეატინის პირველადი დეფიციტის სინდრომების დროს კლინიკური, ბიოქიმიური და გენოტიპ-ფენოტიპის კორელაციის მნიშვნელობა“, ლუკა აბაშიშვილი - ,,გენეტიკური ვარიანტების ინტერპრეტაციის მნიშვნელობა განვითარების დარღვევის მქონე პაციენტებში ორმაგი დიაგნოზის კონტექსტში“.