2023 წლის 28 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი ივანე კუგოტი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში „კათარზისს“ ესტუმრნენ.
მათ ,,კათარზისის“ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს, ფაკულტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელს გიორგი შელიას, რომელთა დიდი ძალისხმევითაც ეს საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა“, - განაცხადა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო სახის ღონისძიებებში, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.