2024 წლის 15 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და დონორთა ორგანიზაციის ,,აჩუქე სიცოცხლე“ პარტნიორობის ფარგლებში, თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.
სისხლის უანგარო დონორები იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო სტუდენტები. სისხლის დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ.
აღსანიშნავია, რომ თსსუ-ში სისხლი უანგაროდ 50-მა დონორმა გაიღო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში რამდენჯერმე იმართება.