თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის  წარმომადგენლების ვიზიტი სიმულაციების ევროპული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი სიმულაციების ევროპული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე

2024 წლის 19-21 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის /დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და ასისტენტ-პროფესორი ლია ოტიაშვილი იმყოფებოდნენ პრაღაში (ჩეხეთიის რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მიიღეს სიმულაციების ევროპული ასოციაციის (SESAM-ის) 29-ე  ყოველწლიურ შეხვედრაზე.

ღონისძიებაზე თსსუ-ის პროფესორებმა წარადგინეს პოსტერული მოხსენება „მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთათვის  OSCE -ის  გამოცდის დანერგვის შესახებ“ და ზეპირი მოხსენება „სამედიცინო განათლების მოდერნიზება ინტეგრირებული მიდგომის მეშვეობით“.  მოხსენებების თანაავტორები იყვნენ თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამანტის თანამშრომლები.   

ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ირმა მანჯავიძეს და ასისტენტ-პროფესორ ლია ოტიაშვილს შეხვედრები ჰქონდათ სიმულაციების ევროპული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებთან, მოქმედ პრეზიდენტ  ფრანცისკო მაიო მატოსთან, ახლად არჩეულ პრეზიდენტ პიერ ლუიჯი ინგრასიასთან,  ფინანსურ მენეჯერ პედრო სარტახო სინტრასთან, ვიცე პრეზიდენტ თამარა სკრისოვკასთან და გენერალურ მდივან კრისტი ფროიმენთან. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 თსსუ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საერთაშორისო  ჟურნალის „სიმულაციები ჯანდაცვაში“ რედაქტორ დებრა ნესტელთან, რომელიც ასევე არის SiReN- სამეცნიერო ქსელის წევრი.  შეხვედრაზე დაისახა ამ სამეცნიერო გუნდში ერთობლივად მუშაობის ძირითადი გზები.