სასამართლო ექიმთა VIII სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია

სასამართლო ექიმთა VIII სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია

2024 წლის 29 ივნისს გაიმართა სასამართლო ექიმთა VIII სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის მიერ.  

კონფერენციის გახსნაზე მოწვეულები იყვნენ წარმომადგენლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. 

კონფერენციაზე მოხსენებული და განხილული იქნა სასამართლო მედიცინის, სასამართლო სამედიცინო ანთროპოლოგიის, სასამართლო ტოქსიკოლოგიის, სასამართლო ნარკოლოგიისა და სასამართლო ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზის აქტუალური საკითხები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ამერიკელი ანთროპოლოგის კიგან ბინის მიერ წარმოდგენილი იყო მის მიერ საქართველოში განხორციელებული ანთროპოლოგიური პროექტის დეტალები, სირთულეები და შედეგები. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა სასამართლო ექიმმა და ექსპერტმა, რომელთაც კონფერენციის დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები.