ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2024 წლის 6 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სტაჟირების გასავლელად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი ალინ კრამერი იმყოფებოდა.

სტუდენტმა სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ შინაგან დაავადებათა #2 დეპარტამენტში გაიარა. 

სტუდენტი სტაჟირებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის ძალიან კმაყოფილია საქართველოში მიღებული გამოცდილებით, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ეცნობოდა პაციენტების ისტორიებს, განიხილავდა მათ ექიმებთან ერთად და ჩართული იყო სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციაში.


„საქართველოში 8 კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი და ჩემი სტაჟირება მოიცავდა ყოველდღიურ საქმიანობას თსსუ-ის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტში. 

ყოველ დილით ვატარებდი შემოვლას და მქონდა კომუნიკაცია პაციენტებთან.

ამის შემდეგ, განვიხილავდით შესაძლო დიაგნოზებს, ვაფასებდით ლაბორატორიული ანალიზებისა და პაციენტის ისტორიის დეტალებს. ყოველდღიურად ვესწრებოდი PBL ან ECG მეცადინეობებს.

კვირაში ერთხელ მიწევდა საკუთარი პაციენტის მდგომარეობის დეტალური განხილვა. ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე, რადგანაც ექიმები დიდ დროს მითმოდნენ, რათა ყველა საკითხი დაწვრილებით გამეანალიზებინა. ყველა სტუდენტს ვურჩევდი პრაქტიკული კურსის საქართველოში გავლას“, - ამბობს ალინ კრამერი.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ შინაგან დაავადებათა #2 დეპარტამენტში გერმანელი სტუდენტი თსსუ-ისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.