ინსბრუკის (ავსტრია)  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინა ზოი ბეკერიმ სტაჟირება  თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტში გაიარა

ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინა ზოი ბეკერიმ სტაჟირება თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტში გაიარა

2024 წლის 2 – 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) სტუდენტი, ნინა ზოი ბეკერი იმყოფებოდა.

მან სტაჟირება თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტში გაიარა.

როგორც ინსბრუკის უნივერსიტეტის სტუდენტი აღნიშნავს, კლინიკაში მუშაობამ მას დიდი გამოცდილება და უნარები შესძინა. 

„საქართველოში მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე: ახალი ქვეყნის გაცნობა, განსხვავებული სამუშაო საათები, ენის ბარიერი და კლინიკური აქტივობები. ყველა ექიმმა დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში ვყოფილიყავი ჩართული. ისინი დიდი ენთუზიაზმით მასწავლიდნენ და მაჩვენებდნენ სამედიცინო პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტებს.

პირველი კვირა რევმატოლოგიის დეპარტამენტში გავატარე, სადაც მონაწილეობა მივიღე პაციენტების გამოკვლევებში და ვესწრებოდი კლინიკური შემთხვევების განხილვას ექიმებთან ერთად.

ამის შემდეგ, შესაძლებლობა მქონდა კარდიოლოგიის დეპარტამენტში დავსწრებოდი ლექციებს, სადაც მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა შევიძინე. ლექციების შემდეგ ვესწრებოდი ამბულატორიულ კონსულტაციებს, სადაც შევძელი ჩემი უნარების გამოყენება ელექტროკარდიოგრამების (EKG) დამოუკიდებლად ჩატარებით. კარდიოლოგმაც დამატებითი დრო გამოყო ჩემთვის, რომ დეტალურად აეხსნა ეკგ, განეხილა კონკრეტული შემთხვევები. 

ბოლო კვირას, კლინიკაში, ლექციების მიმდინარეობისას გავეცანი პაციენტების შესახებ ინფორმაციებს და დავესწარი სხვადასხვა პროცედურას. ექიმები ყველა მანიპულაციის მნიშვნელობას გულდასმით მიხსნიდნენ“, - აღნიშნავს სტუდენტი.

როგორც ნინა ზოი ბეკერი ამბობს, სტაჟირების პერიოდში, გარდა მიღებული პრაქტიკული გამოცდილებისა, მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა შეიძინა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ფიზიოლოგია, პათოფიზიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

„ყველა ექიმი ძალიან მეგობრული და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყო, რაც სასწავლო გარემოს კეთილმოწყობილსა და სტუდენტზე ორიეტირებულს ხდიდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საკმაოდ მყარი და საფუძვლიანი ცოდნა შევიძინე რევმატოლოგიასა და კარდიოლოგიაში, ასევე მონაწილეობა მივიღე რამდენიმე გამოკვლევაში. ეს განსაკუთრებით დამეხმარება შინაგანი მედიცინის უკეთ შეცნობაში. 

ძალიან კმაყოფილი ვართ სტაჟირებით და მადლიერი ვარ, რომ გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვიყავი. 

გარდა მიღებული სამედიცინო პრაქტიკისა, უკეთ გავიცანი საქართველო, ძალიან მოვიხიბლე. შემიყვარდა აქაური ბუნება, სამზარეულო და განსაკუთრებით ადამიანები. მინდა ვურჩიო სტუდენტებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მოინახულონ საქართველო“, - აღნიშნა სტუდენტმა ნინა ზოი ბეკერიმ.