თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა სუნტიძე კიეტი-პესკარას გაბრიელ დ’ანუნციოს სახელობის უნივერსიტეტში (იტალია)

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა სუნტიძე კიეტი-პესკარას გაბრიელ დ’ანუნციოს სახელობის უნივერსიტეტში (იტალია)

2024 წლის 15-17 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა სუნტიძე კიეტი-პესკარას გაბრიელ დ’ანუნციოს სახელობის უნივერსიტეტში (იტალია) იმყოფებოდნენ საერთაშორისო ჩემპიონატზე კბილთა რესტავრაციაში "Jules Allemand Trophy" (მე-20 გამოშვება) მონაწილეობის მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში 19 სტუდენტი მონაწილეობდა - ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულები (პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, დანია, ლატვია და სხვა).

ჩემპიონატის მიმდინარეობისას განხორციელდა პროფესიული კონტაქტების დამყარება, ასევე  საინტერესო ინფორმაციის გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს ლორენცო ვანინის ლექცია კბილთა მხატვრულ რესტავრაციაში. ასევე, ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მოხსენებებით წარდგნენ პროფესორები: კამილო დ’არკანჯელო - Camillo D’Arcangelo (იტალია), ლორენცო ვანინი - Lorenzo Vanini (იტალია), პოლ გერლოცი - Paul Gherloczy (უნგრეთი), საფა ტუნცერი - Safa Tuncer (თურქეთი), კატია ჯედეონი - Katia Jedeon (საფრანგეთი) და სხვები.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ჩემპიონატზე საქართველო კვლავ არის მიწვეული.